საფრანგეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
ტურისტულად გამგზავრების შემთხვევაში
მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი - პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ 3 თვით უნდა აღემატებოდეს თქვენ მიერ დაგეგმილ მოგზაურობას;
დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშანი;
სამედიცინო დაზღვევა - ფრანგულ ან ინგლისურ ენებზე. დაზღვევამ უნდა დაფაროს ყველა სამედიცინო, საავადმყოფო მომსახურების და გარდაცვალების ხარჯები, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საფრანგეთში ყოფნის განმავლობაში, მათ შორის სამედიცინო გადაყვანის (რეპატრიაციის) ღირებულება
დღიური მინიმალური თანხა:
მერიის მიერ დამოწმებული მოწვევის ფლობის შემთხვევაში დღიური თანხა - 33 ევრო;
თუ პირს არ აქვს მოწვევა, თუმცა აქვს სასტუმროს წინასწარ გადახდილი ჯავშანი, დღიური თანხა- 65 ევრო;
თუ პირი არ ფლობს არც მოწვევას და არც სასტუმროს წინასწარ გადახდილ ჯავშანს, დღიური თანხა 120 ევრო.
მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით ან საბანკო ჩეკებით.
ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:
მოწვევის წერილი: უცხოელებს, რომლებიც კერძო პირთან იცხოვრებენ, მოეთხოვებათ მერიისგან გაცემული მასპინძლობის ოფიციალური მოწმობის ორიგინალის წარმოდგენა (Attestation d'accueil): https://www.service-public.fr/particuliers/vosdroits/F2191#:~:text=D%C3%A9p%C3%B4t%20de%20la%20demande&text=La%20demande%20est%20faite%20et,la%20m%C3%AAme%20attestation%20d'accueil.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არაფორმალური სახის წერილი ან სხვა ფორმის მოწვევა საფრანგეთის შემთხვევაში არ მიიღება როგორც საცხოვრისის დამადასტურებელი დოკუმენტი და საჭიროა სასტუმროს მოქმედი ჯავშნის წარდგენა.
კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:
ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;
სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:
იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით. წყარო : იხილეთ აქ ჩვენი ტურები : საფრანგეთი,პარიზი #საფრანგეთი #პარიზი
Comments