სლოვაკეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
ტურისტულად გამგზავრების შემთხვევაში
მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი - პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ 3 თვით უნდა აღემატებოდეს თქვენ მიერ დაგეგმილ მოგზაურობას;
დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშანი;
სამოგზაურო დაზღვევა;
დღიური მინიმალური თანხა: 56 ევრო
მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.
ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:
მოწვევის წერილი: თუ საქართველოს მოქალაქე მიემგზავრება სლოვაკეთის მოქალაქესთან ან სლოვაკეთში მუშაობის/ცხოვრების ნებართვის მქონე პირთან, როგორც დამხმარე ტიპის წერილი, შეიძლება გამოყენებულ იქნას მოწვევის წერილი. სლოვაკეთში მოწვევის წერილის შინაარსი განსაზღვრული არ არის, თუმცა მოწვევა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული და საზღვარზე წარდგენილ იქნას ორიგინალი.
კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნითმგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:
ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;
სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთანერთად დამატებით უნდა იქონიოთ:
იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.
წყარო : იხილეთ აქ
ჩვენი ტურები : სლოვაკეთი
コメント